ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგიონში სულ 113 სინჯი იყო აღებული
„ბოლო 24 საათში, რეგიონში 113 სინჯი იყო აღებული, აქედან 47 პირს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 34 მოქალაქეს.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4 795-ს, მათ შორის, 1 146 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 056 პირი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმალობაში საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 34 პირი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს