

ბოლო 24 საათში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ანტიგენისა და PCR ტესტით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, კოვიდ 19-ის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა და პანდემიის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 255 564 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 081 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3 108-მდე გაიზარდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება