

კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც კვების ობიექტებს ეხება, 15 თებერვლიდან მოიხსნება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 15 თებერვლიდან, ,,კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“,- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადებით, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას განაახლებენ ბაზრობები.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი