გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის ახალი ქსელი მოეწყობა. GMnews-ის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში უკვე დასრულდა წინადადებების მიღება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 066 700 ლარია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, წმინდაწყლის დასახლებაში, უხვწყლიანობის დროს ჭაობდება სასმელი წყლის ძველი სათავე ნაგებობის (#2) მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც საცხოვრებელი შენობების სარდაფები და ეზოები იტბორება.
„ძველი სადრენაჟე სისტემა ამორტიზებულია და ვეღარ ითვისებს გრუნტის წყლებს. დაგეგმილი პროექტის მიხედვით, მოეწყობა თვითდინების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გრუნტის წყლების გადინებას. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს