

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირბადეების მარაგი შესყიდულია და დარიგებულია სკოლებში და იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს პირბადე შინ დარჩება ან დაუვარდება, მას სკოლა უზრუნველყოფს.
„თუ მოსწავლეს პირბადე დაუვარდა, ან დარჩა სახლში, არის რესურსი, რომ ის სკოლამ უზრუნველყოს პირბადით, მარაგი შესყიდულია და დარიგებულია სკოლებში. თუმცა, მშობელი არის პასუხისმგებელი, რომ შვილს გამოატანოს პირბადე“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
პარალელურად, განათლების სამინისტრო სკოლების მონიტორინგს იწყებს და შეამოწმებს, რამდენად იცავენ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება