

გორში თოვს, სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 საათიდან თოვა მოიმატებს.
ხვალ, 17 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი თოვლის სახით. მეტეოროლოგების ინფორმაციით, თოვა ხვალ მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 17 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში -3 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი, შუადღით კი ტემპერატურა მოიმატებს და +2 გრადუსს მიაღწევს.
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდი და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი კიდევ უფრო დაიკლებს და -8 -10 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი, უახლოეს დღეებში, მხოლოდ +1-დან +5 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 19 და 22 თებერვალსაა მოსალოდნელი (ღამით -8 -10, დღისით კი მხოლოდ +1 გრადუსი).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება