

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ავტომობილი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რა დროსაც მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად მანევრირება სცადეს, თუმცა, ლიპყინულის გამო რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 15-მდე ერთეული ავტომანქანა, რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
შემთხვევის შედეგად ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება