

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.
ირაკლი ღარიბაშვილი, ამავდროულად, გახლდათ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 8 სექტემბერს იგი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.
საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, გადადომის შესახებ განცხადება დღეს დილით გააკეთა. კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტმა ახალ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება