

კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფონდ „ქართუს“-თან თანამშრომლობის პორობებში, შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი რომლის რეაბილიტაციაც უწყების მიერ გასულ წელს განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მდებარე, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელსაც ადგილობრივები „კიკილაანთ“ ეკლესიის სახელით მოიხსენიებენ.
GMnews-ის ინფორმაციით, რიყის ქვით ნაგები, გვიანდელი ფეოდალური ხანით დათარიღებული, დარბაზული ტიპის ეკლესია მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და შემორჩენილი იყო მხოლოდ კედლის ფრაგმენტები.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება