

პედაგოგების ინტენსიური ტესტირებისას, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მე-2 საჯარო სკოლაში. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნული სკოლა დღეიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
,,ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლაა გადასული სრულად დისტანციურ რეჟიმზე - კირბალის და კარალეთის მე-2 სკოლა, აღნიშნულის გარდა, რამდენიმე სკოლაში ცალკეული კლასებია გადაყვანილი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე", - აღნიშნა GMnews-თან გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება