

„ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“ -ამ დევიზით აღნიშნავს წელს მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს.
ყოველი წლის 7 აპრილს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ცდილობს, ერთი კონკრეტული დაავადების შესახებ მსოფლიოს საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.
წელს, 2021 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე იმართება დევიზით: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 73 წლის წინ - 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება