

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატორიას 64 643 აშშ. დოლარის ღირებულების აპარატურა გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აღჭურვილობას ყველა საჭირო კვლევის შესაძლებლობა გააჩნია.
პროექტი იაპონიის მთავრობამ „ადამიანის უსაფრთხოების“ საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დააფინანსა. სამედიცინო აღჭურვილობის პრეზენტაციას იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, გორის მუნიციპალიტეტის მერი, შიდა ქართლის გუბერნატორი და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.
აღნიშნული პროექტის დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ მიერ ნიქოზის ამბულატორიასთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროექტის საფუძველზე მოხდა.
ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის ელჩი საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება