

დაწესდება თუ არა სააღდგომო პერიოდში დამატებითი შეზღუდვები - საკითხს საკოორდინაციო საბჭო დღეს განიხილავს. კვირაზე მეტია, რაც ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 5%- ს უახლოვდება, ამავდროულად, ქვეყანა კორონავირუსის ახალი, ინდური შტამის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამის გამოჩენის დიდი შანსია. მისივე თქმით, საქართველოში პიკური პერიოდი მაისის პირველ ორ კვირაში გამოვლინდება. შესაბამისად, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება