

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, მინიტრაქტორებს, მოტობლოკებსა და სურსათის გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
GMnews-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სპეციალურმა კომისიამ, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 81 გამარჯვებული უკვე გამოავლინა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება