

კიდევ უფრო გართულდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ინდოეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 401 078 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ვირუსს კიდევ 4 187 ადამიანი ემსხვერპლა.
ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21.9 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობა კი 240 000-მდე გაიზარდა.
მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების ნახევარი და გარდაცვალების შემთხვევების მეოთხედი ინდოეთზე მოდის.
ინფიცირების ახალი ტალღა ინდოეთიდან სწრაფად ვრცელდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში - ნეპალში, შრი-ლანკაში, მალდივის კუნძულებზე, ინდონეზიაში, ტაილანდსა და კამბოჯაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება