

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. რწყვის სეზონზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მოსახლეობას პრობლემები რომ არ შეექმნას, სააგენტოს თანამშრომლები ცენტრალური სარწყავი არხების გაწმენდით ღონისძიებებს აქტიურად ატარებენ.
კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სვენეთსადა კარალეთში მიმდინარეობს. ამავდროულად, ანალოგიური სამუშაოები სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც განხორციელდება.
ცნობისთვის, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს, ამ დროისთვის, სტიქიური ნაგავსაყრელის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც ახორციელებს სოფელ ვარიანში.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება და ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მოიცავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება