

უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში. ხილის კრეფისას, შუახნის ქალი ხიდან ჩამოვარდა და სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორში გადაიყვანა, თუმცა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანების გამო, იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი