

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 657 პაციენტი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, კოვიდ19-ს 17 პირი ემსხვერპლა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით - შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარაში - 36, იმერეთში - 72, ქვემო ქართლში - 39, შიდა ქართლში - 41, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 26, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთშ - 28, სამცხე-ჯავახეთში - 11. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ინფიცირების ნულოვანი მაჩვენებელია.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში, ვირუსის გამოვლენიდან დღემდე, კორონავირუსის 357 591 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 343 734 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება