

ორ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პერემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე, მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.
„ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება