

შემთხვევა გორის ცენტრში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და იგი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.
GMnews-ის ინფორმაციით, პირი რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ამ წუთებში, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამართველოში იმყოფება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი