

„ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც სხეულის დაზიანებები მიიღო.
ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.
„გორის მაცნე“ თანაგრძნობას უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს და „ტვ პირველს“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება