

ბოლო 1 საათის განმავლობაში, ვაქცინაციაზე ვიზიტის დასაჯავშნად გორში არსებული 12 თავისუფალი ადგილიდან 9 შეივსო და ამ დროისთვის მხოლოდ 3 ადგილიღაა თავისუფალი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გორში ორ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს - გ. აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში. თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის რამდენიმე კაბინეტი ფუნქციონირებს.
სპეციალურ პორტალზე - booking.moh.gov.ge, ვიზიტის დაჯავშნა გორში ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ 20 ივლისის ჩათვლით.
რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს, ამ დროისთვის ,,გორმედში“ მხოლოდ 3 თავისუფალი ადგილია დარჩენილი ,,სინოფარმით ვაქცინაციაზე დღეს, 15 ივლისს ორი და ერთი ადგილი 16 ივლისს.
რაც შეეხება ჰოსპიტალს, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 20 ივლისის ჩათვლით ყველა ადგილი დაჯავშნილია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება