

ბოლო 1 საათის განმავლობაში, ვაქცინაციაზე ვიზიტის დასაჯავშნად გორში არსებული 3 ადგილიც დაიჯავშნა, შესაბამისად, ამ დროისთვის, შიდა ქართლში - გორში, კასპსა და ხაშურში არცერთი ადგილი აღარ არის თავისუფალი. რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დაჯავშნა მხოლოდ „გორმედის“ ქარელის კლინიკაშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გორში ორ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს - გ. აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ქსელ „გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში. თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის რამდენიმე კაბინეტი ფუნქციონირებს.
აცრის მსურველებს, ვიზიტის დაჯავშნა სპეციალურ პორტალზე - booking.moh.gov.ge - შეუძლიათ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება