

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ანტალიის პროვინციაში მასშტაბური ტყის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, ძლიერი ქარის გამო, ხანძრის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა და სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. გადაიწვა რამდენიმე დასახლება. ცეცხლის სწრაფად გავრცელდების გამო, თურქეთის ხელისუფლებამ ანტალიის პროვინციის 18 სოფლისა და რაიონის ევაკუაცია განახორციელა. ანტალიის რეგიონის გარდა, 16 სოფელი ევაკუირებულია ადანასა და მერსინის პროვინციებში.
ამ დროისთვის, დადასტურებულია ინფორმაცია ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რთულ ზონაში ჩარჩენილი რამდენიმე ათეული პირის გადასარჩენად კი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება