

ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„უკვე პიკის ფაზაში ვართ, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე არსებული შეზღუდვები აღსრულდეს. დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ იმსჯელა არსებული ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რადგან პირბადე არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში. ქორწილები და სხვა დიდი ყრილობები, ყველაფერი ხდება რეგულაციების დარღვევით. ამდენად, ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის რეგულაციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია. მთავარი უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება