

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა და პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში 6 321-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის - 50 192.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება