

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
,,როგორც იცით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ შედის გორი, შესაბამისად, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, ერთ-ერთი შეზღუდვა კი, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას ეხება (საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარდა). იმ ქალაქებში, სადაც ტრანსპორტზე შექღუდვა ამოქმედდა, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება