

პირბადის გამოყენება, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან, შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება, რაც მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება