

გორში, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური პროექტი, რომელიც ქალაქში არსებული მწვანე სივრცეების გასარწყავიანებას ითვალისწნებდა, დასრულდა. სარწყავი სისტემა უკვე ამოქმედდა გარკვეულ ლოკაციებზე. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ცენტრალურ მოედანზე და გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული გაზონებია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. მალე დაიტვირთება ქალაქში არსებული სხვა მწვანე სივრცეებიც (სკვერები, გაზონები).
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქში არსებული მწვანე სივრცეების სარწყავი სისტემა მოწესრიგდა, რისთვისაც 477 627 ლარი დაიხარჯა.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტი, ასევე, ითვალისწინებდა მაგისტრალური ქსელის მოწყობასა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასაც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება