

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.
შეზღუდვა ეხება როგორც საჯარო ასევე კერძო ბაღებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.