

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, საზოგადოებას ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
ღონისძიება დღეს, საღამოს 7 საათზეა ჩანიშნული.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენა ლომჭაბუკის სკვერში, მემორიალის მიმდებარედ გაიმართება.
როგორც ცნობილია, ღონისძიების ბოლოს მოხდება საპატიო მოქალაქეების დასახელებაც.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერის პოზიცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიკავა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება