

სახალხო არტისტი, ,,ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოს მფლობელი, ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი ,,ხირხალა“, იგივე ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, კლინიკაში გარდაიცვალა.
კინოსა და თეატრში ქადეიშვილს არაერთი როლი აქვს შესრულებული: ხირხალა - ,,სიყვარული ყველას უნდა“, ჭოლა - ,,პირველი მერცხალი“, კვეგვე ტარბა - ,,მთვარის მოტაცება“, კურა-მუჰამედი - ,,ციმბირელი პაპა“, ერმილე მამალაძე - ,,მევლუდი“. ასევე, მონაწილეობს ფილმებში: ,,თბილისი, პარიზი, თბილისი“, ,,კავკასიის ტყვე“, ,,ჟამი მოქცევის“...
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება