9 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული გიორგი ცერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნა, - ამის შესახებ GMnews-ს „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტატო ქაჯაიამ განუცხადა.
ქაჯაიას ინფორმაციით, პაციენტს ოთხი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი. მას ორი დღის განმავლობაში ჩაუტარდა ოთხი ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, გვაქვს დადებითი დინამიკა და დღეს პაციენტი მოიხსნა აპარატიდან“, - განაცხადა ტატო ქაჯაიამ.
ცნობისთვის, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს