

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს.
გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35 % - ს გადაიხდის, დანარჩენი თანხა კი მომდევნო ორ თვეზე გადანაწილდება.
ბერშუეთის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტრო ენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუწყდათ.
230 აბონენტის ჭაბურღილზე ელექტრო ენერგიის დავალიანებამ 4 თვეში 10 700 ლარი შეადგინა.
სასმელი წყლის მიწოდება ბერშუეთში დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღდგება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება