

გორში, კაფე ,,მერცხალთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი 14 წლის მოზარდია. ოთხივე მათგანი კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით ყველა პაციენტს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაჟეჟილობა აღენიშნება, 14 წლის ბიჭს კი ორივე ხელის მოტეხილობა აქვს. ექიმ ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, პაციენტებს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ოთხივე მათგანი კლინიკას დღეს დატოვებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება