

კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გორის მე-8 საჯარო სკოლის ყველა კლასი, დაწყებითი კლასების გარდა, დღეიდან გადავიდა სწავლების დისტანციურ ფორმატზე, - ამის შესახებ ინფორმაცია ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა დაუდასტურა.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლაში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში სრულად დისტანციური ფორმატით ფუნქციონირებდა, დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის 6 სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 100-მდე კლასი დისტანციური რეჟიმით განაგრძობს სასწავლო პროცესს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება