იფნისა და მუხის 40 ნერგი დარგეს დღეს ცხინვალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის ეზოში. ღონისძიებაში სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და სხვები მონაწილეობდნენ.
მეგობრობის ხეივნის გაშენება, იდეის ინიციატორებმა ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის 30 წლის იუბილეს დაუმთხვიეს. აქცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ეგიდით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლაში უკვე არსებობს ეკოლოგიური კლუბი „ჩვენ და ბუნება“.
ნერგების დარგვამდე, სკოლის მოსწავლეებმა სიმბოლურად ქართული და ოსური ცეკვები და სხვადასხვა მუსკალური ნომრები შეასრულეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს