

დღეს, 22 ნოემბერს, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორში, წარმოდგენას მესხეთის თეატრი გამართავს. 19:00 საათზე, მაყურებელი თანამედროვე რეჟისორის, გიორგი შალუტაშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენას - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ იხილავს.
პიესის ავტორი თამრი ფხაკაძეა. GMnews-ის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი