

ვფიქრობ, შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, შესაბამისად, ვირუსის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირს კოვიდ 19 აღარ დაემართება.
„ჩემი აზრით, ეს საკითხი შესაცვლელია. ჩვენც გვაქვს ქვეყანაში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს კოვიდი აღარ დაემართება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება