

ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს მთელ მსოფლიოზე, ზარალი 60 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის განცხადებით, კოვიდ-19-ის წარმოშობის წყარო უხანის ლაბორატორიაა.
„კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო სრულიად აშკარაა, ის უხანის ლაბორატორიიდან წარმოიქმნა და ვფიქრობ, თუკი ვინმე რამეს განსხვავებულად ფიქრობს, ის თავს იტყუებს. ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს და მე მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ ვსაუბრობ. მსოფლიოში ზარალი 60 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთს 60 ტრილიონი არ აქვს, მაგრამ მათ კომპენსაციის გადახდა მოუწევთ იმისთვის, რაც გააკეთეს, იმისთვის, რაც მსოფლიოს გაუკეთეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება