

გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე, რესტორან ,,ნაჭარმაგევთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ავტომანქანებში მყოფი ხუთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ.
თვითმხილველთა თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი პირები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება