

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა ერთი პირი.
შემთხვევის დროს, ავტობანზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შეეჯახა.
ავარიის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
დაშავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაში მარტო იმყოფებოდა. იგი, სავარაუდოდ, ხაშურის საავადმყოფოს ექიმია.
დაშავებული ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
(ფოტო შერჩეულია თემატურად)
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება