

რამდენიმე წუთის წინ, გორის გასასვლელთან, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ე.წ. წმინდა წყლის ხიდებთან ახლოს, ორთაშნის გადასახვევთან მოხდა, ერთმანეთს ბე-ემ-ვე-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი - ახალგაზრდა ქალი და მისი ორი შვილი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, სამივე მათგანს ეკსკორაციები და დაჟეჟილობა აღენიშნებათ, დედა და შვილები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება