

უამრავ სხვა დოკუმენტთან ერთად, გორის არქივში დაცულია ფოტო, სადაც აღბეჭდილია მე-2 საჯარო სკოლის შენობა და მიმდებარე უბანი.
გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან მაჭარაშვილის ინფორმაციით, ფოტო, რომლის ავტორიც უცნობია, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 70-იან წლებშია გადაღებული.
როგორც ფოტოსურათიდან ჩანს, იმ პერიოდში, აღნიშნული უბანი საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული ერთმანეთზე მიჯრით მდგარი პატარ-პატარა სახლებით.
რაც შეეხება სკოლის შენობას, როგორც ,,გორის მაცნეს" სკოლის დირექტორმა გია ბერძნიშვილმა განუცხადა, გორის მე-2 საჯარო სკოლის ამჟამინდელი შენობა 1957-1958 წლებში აშენებულა, მანამდე კი, სკოლის შენობის გვერდით (სადაც ახლა ,,ფინური სახლია) ყოფილა განთავსებული ხის შენობაში.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს