

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გორში ეთნო-ჯაზ ჯგუფ „ირაოს“ სოლო კონცერტი გაიმართება.
21 დეკემბერს, მუსიკალურ საღამოს გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება