

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
შეჯიბრებაზე ყველაზე მეტი მედალი გორელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. მათ ჯამში 12 მედალი - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ერგოთ.
ტურნირის შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომლის წევრებიც 23 წლამდელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიიღებენ მონაწილეობას.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება