

გორელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა, საქართველოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
პაატა მერებაშვილი (66 კგ.), ირაკლი ლომიძე (73 კგ.), შავლეგო მურაჩაშვილი (81 კგ.), ზვიად ბაზანდარაშვილი (90 კგ.) და გიორგი თათრიშვილი (100 კგ.) ჩემპიონატის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება ვანო თოთლაძემ შეძლო, რომელიც 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატი ვეტერანთა შორის თბილისში ჩატარდა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს