

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრავი ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ლითონის კონსტრუქციებით იყო დატვირთული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი დაშვებულ ნორმაზე მეტი ოდენობის ტვირთის გადატანა გახდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი