

გორის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია გარკვეული ნივთიერება.
„სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს ღონისძიება სხვა ლოკაციაზეც“, - განაცხადა ვალერი თელიამ.
ცნობისთვის, საქართველოში, ერთდროულად, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება