

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული ვარიანის მკვიდრი 85 წლის მამაკაცია. იგი გორში, სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შემთხვევა ვარიანის შესასვლელში მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებული ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლია.
როგორც ,,გორის მაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება